xFuturum 2024 ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მომავლის, როგორც გლობალური თავისუფალი საზოგადოების განუყოფელი ნაწილის ჩამოყალიბებას, თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და ტრანსფორმაციული იდეების გენერირების აქტიური ეკოსისტემის შექმნით.
(დე)გლობალიზაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკასა და საზოგადოებაზე
ახალი ინდუსტრიული რევოლუციის შესაძლებლობები და გამოწვევები
ორმაგი მწვანე და ციფრული გადასვლა და მისი შედეგები საქართველოსთვის
გლობალური ღირებულებისა და მიწოდების ჯაჭვების ტრანსფორმაცია და საქართველოს პოზიციონირება
რუსეთ-უკრაინის ომი და მისი პოტენციური გავლენა საქართველოზე
ომის შემდგომი სცენარები და შედეგები საქართველოსთვის
შავი ზღვის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი და საქართველოს როლი რეგიონულ თანამშრომლობაში
რეგიონის ძირითადი აქტორები და მათი ხედვები და ინტერესები
კონტროლისა და ბალანსის მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში
დეცენტრალიზაციის საჭიროება ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით
დემოკრატიის ხელშეწყობის გამოწვევები რთულ და პოლარიზებულ სამყაროში
ინკლუზიური და სამართლიანი მშვიდობის მშენებლობა ყველასთვის, როგორც სტაბილური და აყვავებული საქართველოს საფუძველი
ეკონომიკური განვითარება და ძლიერი და მრავალფეროვანი ეკონომიკის შექმნა
ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაცია, როგორც ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა
ენერგეტიკის განვითარება და მდგრადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა
ადამიანური კაპიტალის განვითარება განათლებისა და მეცნიერების მეშვეობით ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ასაშენებლად